ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის მერი, შესაძლოა, “უცხოური გავლენის აგენტთა” სიაში მოხვდეს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ხინჩეგაშვილი, შესაძლოა, “უცხოური გავლენის აგენტთა” სიაში მოხვდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტის ახალ ვერსიას დაამტკიცებს, რომელიც უკვე ფიზიკურ პირებსც ეხებათ.

როგორც ცნობილია, ხინჩეგაშვილი მერობის პარალელურად, წელიწადში ორჯერ, გარკვეული პერიოდით მასტერკლასებს ამერიკის ერთ-ერთ საჭიდაო სკოლაში ატარებს და ამაში ანაზღაურებას იღებს.

“ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც დაფინანსებას იღებს უცხო ქვეყნიდან, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩაითვლება უცხოური გავლენის აგენტად, მათ შორის გორის მერიც, თუ ის კვლავ მუშაობს ამერიკის საჭიდაო სკოლაში და იღებს ანაზღაურებას”, – აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი.

იტვირთბა....