პოლკ “აზოვის” ოფიცერი მარია მარიუპოლის მძიმე ბრძოლებისა და “აზოვსტალის” ალყის მონაწილეა. იქ გაიგო ხმები მისი ძმის დაღუპვის შესახებ, რომელიც, საბედნიეროდ, ცოცხალი აღმოჩნდა.
გოგო იხსენებს, როგორ იმალებოდა სარდაფებში დაქალებთან ერთად და ცდილობდა, უვნებლად გადარჩენილიყო საშინელ სიტუაციასა და პირობებში.
მარია დონეცკის ოლქში გაიზარდა და სკოლის ასაკიდან უნდოდა, სამხედრო პირი გამხდარიყო. 2021 წელს მან ეროვნული გვარდიის აკდემია დაამთავრა და ოპერატიული დანიშნულეის მე-12 ბრიგადის წევრი გახდა.
მარიას თქმით, ომის დაწყების შესახებ 24 თებერვალს, გვიან ღამით შეიტყო: “დამირეკეს და მითხრეს: “ომი დაიწყო, გამოცხადდი სამხედრო ნაწილში!” და მე, ცხადია, წავედი. იმ დროისთვის მსროლელთა ასეულის მეთაურის მოადგილე ვიყავი. სიტუაცია დღითიდღე უარესდებოდა. მარიუპოლის მცველთა უმრავლესობამ “აზოვსტალს” შეფარა თავი. “.
“თავდაპირველად მარაგი გვქონდა, მაგრამ მალე სასმელი წყლის დეფიციტი გაჩნდა. ერთ ბოთლს წყალს, მთელი დღის მანძილზე, რამდენიმე ადამიანი ვიყოფდით. პროდუქტებს სამოქალაქო პირებსაც ვუნაწილებდით, რომლებიც სხვა ბუნკერში იყვნენ”, – იხსენებს მარია.
“თავდაპირველად რაციით გადმოსცეს, რომ ჩემი ძმა დაიღუპა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაჭრილი იყო. როცა შემოიყვანეს და დავინახე, როგორ ცურავდა სისხლში, ეს იყო ჩემთვის ცხოვრების ყველაზე რთული წუთები, თანაც, კარგად მესმოდა, რომ იმ მომენტში შენი ემოციები უნდა დამალო: არ შეიძლება ატირდე ან ისტერიკაში ჩავარდე””, – ამბობს მარია და ამატებს, რომ მისი ძმა ალყაშემორტყმული “აზოვსტალიდან”, სხვა დაჭრილებთან ერთად, ვერტმფრენით გაიყვანეს.
მარიას და რამდენიმე სამხედრო ქალს მეთაურებმა ნება მისცეს, ალყაშემორტყმული აზოვსტალიდან და ქალაქიდან, თავიანთივე ძალებით გაეღწიათ. სწორედ ამის შემდეგ, მარიამ, მის მეგობრებთან ერთად, სასწაულებრივად, სარდაფ-სარდაფ ხოხიალითა და გადაპარვებით მოახერხა კადიროველებითა და ბურიატი მოხალისეებით სავსე ქალაქიდან გაპარვა.
მარია ახლაც “აზოვშია”. ის ამბობს, რომ პოლკი ხელახლა კომპლექტდება და მისი მებრძოლები, უკრაინის სხვა მცველებთან ერთად, აუცილებლად აღადგენენ უკრაინის ტერიტორიულ ტლიანობას და 1991 წლის სახელმწიფო საზღვრებამდე გავლენ.
წყარო:odishinews.ge