ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რომელიც კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს, განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს. „ჩემმა დრომ ჩაიარა“, თქვა კადიროვმა რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, მის გუნდში ბევრია, ვინც შეიძლება მისი მემკვიდრე გახდეს.
ეს განცხადება მან გააკეთა 27 თებერვალს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავზე. ოპოზიციაში ბევრი მიიჩნევს, რომ კადიროვს კავშირი აქვს ნემცოვის მკვლელობასთან. ინტერვიუში კადიროვმა თქვა, ნემცოვი არ მაფიქრებდა, ვინაიდან ის ჩემი დონე არ არისო. ნემცოვის მკვლელობის გამო დაპატიმრებული ხუთივე პირი ჩეჩნეთთან არის დაკავშირებული.
კადიროვი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაასახელა ჩეჩნეთის პრეზიდენტობის კანდიდატად და ის თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა ჩეჩნეთის პარლამენტმა. კადიროვი, რომელიც ჩეჩნეთში პუტინის დასაყრდენია ორი სეპარატისტული ომის შემდეგ, ფაქტობრივად, დაცულია ფედერალური კონტროლისგან.
წყარო: „რადიო თავისუფლება“