ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისტორიული შედეგი – საქართელოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

საქართელოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.

საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი დასრულდა ისლანდიის გამარჯვებით – 80:77. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

თბილისურ შეხვედრაში მთავარი ამოცანა მეტოქის სწრაფი შეტევების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა იყო. რადგან ფარქვეშ უპირატესობა საქართველოს აქვს (მაღალი კლასის მოთამასეების ხარჯზე) ისლანდიელები აქცენტს მაღალ ტემპში თამაშზე აკეთებდნენ. პირველ ტაიმში მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს, რაც საქართველოს ნაკრების კარგ პერიმეტრის დაცვაზე მიუთითებს. თუმცა მეტოქემ სხვა მიმართულებით შეგვიტია, კონტაქტურ თამაშზე წავიდა და საწყის 20 წუთში 16 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 16 ჩააგდო.

იტვირთბა....