დეპუტატ იაგო ხვიჩიას გადაცემის “საქართველოს დაბადება” ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელ TIKTOK-ზე გამოქვეყნდა ვიდეო არქივიდან, სადაც კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საუბრობს ზვიად გამსახურდიაზე. ვიდეო ისევ გახდა საზოგადოების განხილვის საგანი.
ინტერვიუს დროს, გოგა ხაინდრავა ამბობს:
“მე ხომ ვიცნობდი ზვიადის, კარგად ძალიან, რა თქმა უნდა ზვიადი ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ, რა დარჩება? მხოლოდ შედეგი. კი, სახელიც დარჩება, მაგრამ შედეგი გადაძლევს ამ მოგონილ სახელს. 11 თვეში სამოქალაქო ომს რომ დაიწყებ საკუთარ ქვეყანაში, როგორ ხარ წარმატებული პრეზიდენტი?! ნახევარი საქართველო იქით წავიდა, ნახევარი… ნახევარმა საქართველომ რომ თოფი აიღო, რა გაქვს გაკეთებული ესეთი? მე ზოგს ვუყვარვარ, ზოგს არა, მაგრამ თოფს არავინ არ მესვის. მთავრობაშიც ვიყავი და მინისტრიც ვიყავი, მაგრამ თოფით არავინ არ დამსდევდა. არის მითები და არის რეალობა და ფაქტები. მითით შეიძლება მომერიო, მაგრამ ფაქტს რას უზამ? ფაქტია კასატები, მასალები, განცხადებები, მოქმედებები, ლაპარაკები… ერთი რამე მინდა იცოდეთ სულ ყველამ, განსაკუთრებით ახალმა თაობამ, იმ არჩევნებში ზვიად გამსახურდია კი არ აირჩიეს, კომუნისტები გადაირჩიეს და სხვა არავინ არ იყო რა… კომუნისტები აღარ უნდოდა ქართველ ხალხს და რომ გაიხედა აქეთ კომუნისტები იყვნენ, აქეთ ზვიად გამსახურდია. დანარჩენმა ოპოზიციამ უარი თქვა იმ არჩევნების მიღებაზე, იმიტომ რომ საბჭოთა წესით და საბჭოთა კავშირი ატარებდა ამ არჩევნებს. კოსტავა იყო სახალხო ლიდერი და ზვიად გამსახურდია – სექტანტური, ჩემი ღრმა რწმენით, ზვიადისტები არიან სექტანტები, ისევე როგორც მიშისტები, ისევე როგორც იდეური კომუნისტები…