ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – ბიძგის სიმძლავრემ 5 მაგნიტუდას გადააჭარბა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ისევ ჰატაის პროვინცია იყო. ბიძგის სიმძლავრემ 5 მაგნიტუდას გადააჭარბა. ამჯერად მიწისძვრას რამდენიმე ამორტიზებული შენობის ნგრევა მოყვა, თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები სხვა პროვინციებშიც იგრძნობოდა.

თურქეთსა და სირიაში მომხდარი სტიქიის საერთო მსხვერპლმა უკვე 49 ათასს გადააჭარბა, ნანგრევებიდან ამ დრომდე ამოყავთ ცხედრები, შესაბამისად ალბათობა იმისა რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება დიდია.

იტვირთბა....