მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კიევში დღეს მხოლოდ ქართული ოპოზიციაა წარმოდგენილი.
სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ კიევში წარმოდგენილი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს არ აქვს დახმარების ისეთი საშუალებები, როგორც ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს, თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს“ , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.