რამდენიმე წუთის წინ, უმძიმესი ავარია მოხდა სანაპიროზე.
არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო დახმარების ეკიპაჟები და საპატრულო პოლიცია. შემთხვევამ მარჯვენა სანაპიროზე საცობი და შეფერხება გამოიწვია.
“მეტრონომი” დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ვიდეო: