გურჯაანის „ჯეო ჰოპსიტალსში“ ორი წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დამწვრობები, მუცელში ტკივილები და მძიმე ანემია აქვს.
მცირეწლოვანი საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.
ბავშვის ბებიის განმარტებით, ოჯახი მრავალშვილიანია და მისი მშობლები ცალ- ცალკე ცხოვრობენ. ქალი ირწმუნება, რომ ბავშვი ცოტა ხნის წინ, დედასთან იმყოფებოდა, რომელიც მასზე ძალადობდა.
ექიმები ადასტურებენ, რომ ბავშვს ტანზე ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მრავლობითი დამწვრობები და მუცელში ტკივილები აქვს.
„ტანზე აქვს მრავლობითი ხასიათის დამწვრობები, ახალი არ ჩანს, დაახლოებით, ათი დღის, ვერ გეტყვით, რით მიიღო ეს დაზიანებები. მუცელი შებერილი აქვს, აღენიშნება ძლიერი ტკივილი, არის მძიმე პაციენტი. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კატასტროფის სამედიცინო ცენტრის მანქანით, თბილისში გავაგზავნოთ“. – ამბობს ორველაშვილი.
გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ პოლიცია გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ პოლიცია იმყოფება, რომელიც საქმის დეტალებს არკვევს. არის თუ არა, მცირეწლოვანი ძალადობის მსხვერპლი, სამართალდამცველები დაადგენენ.