ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2022 წელს საქართველოს თითქმის 29 ათასმა მოქალაქემ ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა

2022 წელს საქართველოს თითქმის 29 ათასმა მოქალაქემ ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაც აბსოლუტური რეკორდია წინა წლებთან შედარებით. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

გასულ წელს ევროკავშირს თავშესაფრის თხოვნით საქართველოს 28 797-მა მოქალაქემ მიმართა, მათ შორის 2397-მა – ხელმეორედ.

შედარებისთვის, 2014 წელს, როდესაც ამ სტატისტიკის აღნიშვნა დაიწყეს, ევროკავშირის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის თხოვნით საქართველოს მხოლოდ 8728 მოქალაქემ მიმართა. 2021 წელს კი 14 647-მა ადამიანმა.

საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის თხოვნით, ძირითადად, გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავენ. საერთო ჯამში 2022 წელს ევროკავშირს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თავშესაფრის თხოვნით თითქმის მილიონმა ადამიანმა მიმართა. პირველ ადგილზე სირია – 132 ათასი და ავღანეთი – 129 ათასი.

ასევე ევროკავშირის დროებითი თავშესაფრის თხოვნით გასულ წელს 4 მილიონამდე უკრაინის მოქალაქემ მიმართა.

იტვირთბა....