ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ გოგოს ეძებენ.
შემთხვევა მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან გუშინ მოხდა. როგორც ადგილობრივი TV25.GE-ის უყვება, ორი გოგო წყალში ძაღლის გადასარჩენად შევიდა, მათგან ერთი გადარჩა, მეორემ კი ზღვიდან გამოსვლა ვერ შეძლო. ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მას ტვინის შერყევა აქვს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. [მასალა განახლებადია]