“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა:
“დღეს გამოვიდა ლევან ბერძენიშვილი, ასევე პირდაპირ, თავხედურად კამპანიას აწარმოებს „ევროპული საქართველო“ მეორე ფრონტთან დაკავშირებით.
ამიტომ არის ლევან ბერძენიშვილი აღიარებული როგორც ერთ-ერთი ოდიოზური და მიუღებელი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. სხვათა შორის ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ის დააწინაურეს და „მთავარში“ დაასაქმეს. ერთ-ერთ ტელეკომპანიაში დაუფასდა მას მეორე ფრონტისკენ მოწოდება. რაც იმაზე მეტყველებს, თუ რა არის მათი რეალური მიზანი“.