.
ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ
მან დაინახა თუ როგორ სცემდნენ ალექსი პეტრიაშვილს ჯოხით. თვითმხილველი ქალბატონის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ქალბატონი საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ ცხოვრობს და სწორედ მან შეატყობინა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ.
“მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა. ჯოხი ჰქონდა, კომბალის მსგავსი იმას ურტყამდა. მე აქედან ვუყვიროდი, შვილო რატომ სცემთ, რატომ კლავთ, არა ქნათ-თქო”, – აცხადებს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი დღის პირველ ნახევარში, საბურთალოს სასაფლაოზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.