კიბოს ზოგიერთი სიმპტომი საკმაოდ აშკარაა და საფუძვლიან დაკვირვებას საჭიროებს, ზოგიც ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ არანაკლებ საგანგაშო.
არსებობს 7 სიმპტომი, რომელიც ადამიანებს ხშირად შეუმჩნეველი რჩებათ, მაგრამ მათზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია.
სტატიაში ჩამოთვლილი შვიდივე მიზეზი არის კიბოს შესაძლებელი სიმპტომი და არა ნამდვილი დიაგნოზი.
ქრონიკული დაღლილობა
ჩვეულებრივ დაღლილობა რთულ სამუშაო დღესტან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან ასოცირდება, მაგრამ თუ უკიდურესი გადაღლილობა არ ქრება მაშინ ღირს ყურადღება დავუთმოთ.
ამერიკის კიბოს ასოციაციის კვლევების მიხედვით ქრონიკული დაღლილობა და დაღლილობა, რომელიც ძილით არ აღმოიფხვრება შესაძლოა იყოს ლეიკემიის, მსხვილი ნაწლავის ან კუჭის კიბოს ნიშანი.
წონის მოულოდენლი კარგვა
დაღლილობის ანალოგიურად წონის მოულოდნელი კარგაც კიბოს ხშირად იგნორირებული სიმპოტომია.
თუ თქვენ არ გაქვთ ცხოვრების აქტიური სტილი, ან მკაცრად გაწერილი დიეტა მაშინ წონის მოულოდნელი კარგვა ყურადღებას საჭიროებს.
ტკივილები
ტკივილი შეიძლება ბევრი მიზეზით იუოს გამოწვეული, ზოგიერთი შეიძლება სერიოზული არ იყოს, მაგრამ ტკივილი რომელიც დიდხანს გრძელდება და არც მედიკამენტების დახმარებით წყდება შეიძლება კიბოს სიმპტომი იყოს.
მაგალითად ზურგის გამუდმებული ტკივილი შესაძლოა იყოს ნაწლავის ან საკვერცხის კიბოს ნიშანი. თავის განგრძობადი ტკივილი კი ტვინის კიბოს.
მიაქციეთ ყურადღება საკუთარ სხეულს, არასდროს გამოგრჩეთ ტკივილები, რომლებიც კვირების განმავლობაში არ წყდება.
კვანძები/ლიმფები კანზე
როგორც წესი კვანძები კანზე დაკავშირებულია მკერდის ან სათესლე ჯირკვლის კიბოსთან, მაგრამ კვანძი შეიძლება სხეულის ნებისმიერ რბილ ქსოვილურ ფართობზე შეიძლება გაჩნდეს განურჩევლად სქესისა.
თუ თქვენ აღმოაჩენთ კვანძს ან სიმსივნურ წანაზარდს თქვენი სხეყლის ნაბისმიერ ადგილას აუცილებლად უნდა იმოქმედოთ. ადრეულ სტადიაზე ასეთი “აღმოჩენის” გაკეთება საშუალებას მოგცემთ მკურნალობას დაუქვემდებაროთ საკუთარი ჯანმრთელობა.
ასეთი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.მნიშვნელოვანია კარგად გქონდეთ შესწავლილი საკუთარი სხეული, რომ ასეთი ცვლილებები აღმოაჩინოთ.
გადიდებული ფეხი
ეს სიმპტომი ხშირად უყურადღებოდ რცება ქალების მიერ, მაგრამ მასზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს.
ტეხასის უნივერსიტეტის კიბოს ცენტრის კვლევებით ამ არეში გადიდება რომელსაც ტკივილი და ვაგინალური გამონადენი ახლავს შესაძლოა საშვილოსნოს ყელის კიბოს ნიშანი იყოს.
თუ თქვენი ფეხი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება სიმპტომებს თვალი მაინც უნდა ანდევნოთ.
ცვლილებები კანზე
სამწუხაროდ, კანის კიბო საკმაოდ ხშირია მისი სიმპტომები კი მაინც უყურადღებოდ რჩება.
აქერცლილი ან ჩამუქებული კანი ადამიანებს ხშირად მზის დამწვრობის ან ასაკის მომატების ნიშნად მიაჩნიათ, ეს შეუძლება ასე არ იყოს.
მნიშვნელოვანია ყველა ჭორფლს, ხალს და ლაქას მივაქციოთ ყურადღება. ასევე საყურადღებოა ის ცვლილებები კანზე, რომელიც ძლიერ ქავილს იწვევს. კანის კიბოს ბევრი ფორმა, მელანომას ჩათვლით შეიძლება ამ სიმტომებით იყოს გამოწვეული.
ცვლილებები კუჭის მოქმედებაში
შეგიმჩნევიათ ცხვილებები თქვენი მოშარდვისას ან კუჭის მოქმედებისას. შესაძლოა უფრო ნაკლებად ან უფრო ხშირად აკეთებთ ამას. ასეთი სიმპტომები შესაძლოა პროსტატის კიბოზე მიანიშნებდეს.
განავალში სისხლიც სერიოზული სამედიცინო პრობლემის ნიშანი შეიძლება იყოს.
განგრძობადი ცხელება
მსუბუქი ცხელება ხშირად ადამიანების ყურადღების მიღმა რჩება და მიწერება ჩვეულებრივ გაციებას, მაგრამ განგრძობადი ცხელება და ტემპერატურა შეიძლება გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს.
მაგალითად ლეიკემიასა და ლიმფომიას შეუძლიათ იმუნური სისტემის დაზიანება და ინფექციური წერტილი სიცხეს იწვევს.
არასდროს დატოვოთ უყურადღებოდ ხანგრძლივი სიცხიანობა.
presa.ge