გავრცელებული ინფორმაციით ის თბილისს 9 მარტს ეწვევა. მისი ვიზიტი ქველმოქმედებას უკავშირდება.
ორმა გოგონამ, ელენე თარგამაძემ და ნათია ქარდავამ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, რომ 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება ესაჭიროებოდა. გოგონებმა არჩევანი სტანისლავ ბონდარენკოზე გააკეთეს, დაუკავშირდნენ და მსახიობს ახალგაზრდა ბიჭის დასახმარებლად თბილისში ჩამოსვლა შესთავაზეს. სტანისლავმა კი წინადადება სიამოვნებით მიიღო და გოგონებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათანხმდა.
როგორც გოგონებმა „ნიუპოსტს“ განუცხადეს, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად, რომელსაც ოსტეოპოროზი და კუნძოვანი კვანძები აღენიშნება. მას საქართველოში რვა გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა უცხოეთში მკურნალობას საჭიროებს, რისთვისაც სოლიდური თანხაა საჭირო, ამის საშუალება კი ოჯახს არ აქვს.
10 მარტს, 19:00 საათზე სპექტაკლი “მე ბებია ილიკო და ილარიონი” მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება, რომელშიც სტანისლავი ზურიკელას როლს შეასრულებს. ხოლო 21:00 საათზე „floor 8″- ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელსაც მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ბილეთის ფასი 30,40,50 საქველმოქმედო კონცერტი კი 100 ლარი ეღირება. კონცერტზე იმღერებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და იცეკვებენ სუხიშვილები.