ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოტორეპორტაჟი – რა ამოიღეს ბადრი ესებუას ჩხრეკის შედეგად

“პირველებმა” მოოიპოვა ბადრი ესებუას ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების, ნაღდი ფულის, სიმბარათების, იარაღის და ვაზბნების ამსახველი ფოტომასალა.

გამოძიების მტკიცებით, ესებუას თან იარაღი და 50 ზე მეტი ვაზნა ჰქონდა ასევენ ნაღდი ფული რამდენიმეათასი ლარი.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რა ამოიღეს ჩხრეკის შედეგად.

ბადრი ესებუა გუშინშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

საქმის მასალების თანახმად, ბადრი ესებუა ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა, 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა, საბოლოდ კი ტერიტორია ნახევარი მილიონი ლარით დატოვა.

ბადრი ესებუას მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....