ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბიძინა ნიჭიერი კაცია, მაგრამ უვიცი, დაბალი ინტელექტით და ზნეობისგან დაცლილი” – გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე „მთავარი არხის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს.

„ – ბიძინა საკმაოდ ნიჭიერი კაცია, ნიჭს ვერ წაართმევ, მაგრამ ინტელექტი აქვს დაბალი, გაუნათლებელი კაცია, სამწუხაროდ. მისი თეზისი – რა უნდათ ამერიკელებს შუა ზღვაში, აქედან გამომდინარებს, რომ წარმოდგენა არ აქვს… ჯერ ერთი ამერიკა დიდი ხანიაა შავ ზღვაში, ნატოს მოკავშირეა თურქეთი და მერე უფრო გაძლიერდა… მაგრამ არ იცის.

ბიძინას გლობუსი იცით როგორია? ყველაზე დიდი ქვეყანა არის რუსეთი და მერე არის ჭორვილა, ტერიტორიით. ბიძინას გლობუსი ასეთია. ნიჭიერი კაცისგან, რომელიც არის უვიცი და ზნეობისგან დაცლილი, ასეთი კომბინაცია მივიღეთ. ქვეყანას, რომელსაც შესაძლებლობების კარიბჭე აქვს გახსნილი, ვერ შედის იქ და პირიქით, შევბრუნდით და უკან მივდივართ. სრული იდენტობა, სრული თანხვედრა რუსული პროპაგანდის, ერთი სიხარულები აქვთ და ერთი გულისტკივილი. დავით აღმაშენებელს ედრებიან თან“ , – განაცხადა სანიკიძემ.

იტვირთბა....