ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“განზრახ მოქმედებდა უკრაინის საწინააღმდეგოდ” – რადას დეპუტატი ღალატში ამხილეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, უკრაინელ დეპუტატს, ოლეგ ვოლოშინის სამშობლოს ღალატისთვის ბრალი წაუყენეს.

„ვოლოშინი მიზანმიმართულად მანიპულირებდა უკრაინელების საზოგადოებრივი აზრით აგრესორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, მან თავის გამოსვლებსა და ინტერვიუებში წარმოადგინა დამახინჯებული ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფოს სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური სფეროების შესახებ.

ვოლოშინის ეს და სხვა საქმიანობა ადასტურებს, რომ იგი განზრახ მოქმედებდა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის, თავდაცვის შესაძლებლობების, სახელმწიფო, ეკონომიკური და საინფორმაციო უსაფრთხოების საზიანოდ”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიების მასალების მიხედვით, პარლამენტარი 2020-2021 წლებში ეხმარებოდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკრაინის წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობაში.

იტვირთბა....