ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის მეოთხე დაღუპული ქართველი, რომელიც თურქეთში ნანგრევებში იპოვეს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე მარინა მშვილდაძეა. ქალი ჰატაის ოლქში, ARSUZ დასახლებაში ცხოვრობდა და სასტუმროს მეპატრონეს დედას უვლიდა.

სამწუხაროდ, ქართველი ემიგრანტი დილით ნანგრევებიდან გარდაცვლილო ამოიყვანეს.

თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის ნანგრევებში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებდნენ.

თურქეთსა და სირიაში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 ათას ადამიანს მიაღწიაა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ყველგაან ამ დრომდე გრძელდება.

არსებობს ცნობები, რომ ნანგრევების ქვეეშ ასობით ადამიანიია მოყოლილი.

იტვირთბა....