ეგვიპტის სამხედრო სასამართლომ 4 წლის ბიჭუნას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მიზეზი შეცდომა აღმოჩნდა, სასამართლოს მოხელეებმა 16 წლის ბიჭის ნაცვლად, 4 წლის ბიჭს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, რადგან ორივეს მსგავსი სახელი ჰქონდა, ხოლო მათ დაბადების თარიღი არ გადაამოწმეს.
4 წლის ბიჭუნას ადვოკატებმა ეს ფაქტი მალევე გამოასწორეს.
16 წლის ბიჭი მკვლელობისთვის, თავდასხმისთვის “მუსლიმთა საძმოს” წევრობისთვის და სხვა დანაშაულებებისთვის გაასამართლეს.