ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„მშვიდობის მაგივრად ომი“: ერდოღანი განცხადებას აკეთებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აკრიტიკებს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტს შორის მიღწეულ შეთანხმებას სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.  ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ერდოღანს მიაჩნია, რომ ამ შეთანხმებით მხოლოდ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ისარგებლებს.

“ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ასადის რეჟიმს წაადგება, რეჟიმს, რომელიც ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მშვიდობის მაგივრად ომს გამოიწვევს.”- განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 27 თებერვალს შევა. შეთანხმების პირობები კონფლიქტის ყველა მხარეზე ვრცელდება, გარდა ტერორისტული დაჯგუფებებისა.

 

იტვირთბა....