aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა დავდგე ქუჩაში ტრანსპარანტით – ნუ მომიკლავთ შვილს” – მიხეილ სააკაშვილის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს აანონსებს.

მისი განცხადებით,მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ პროცესები ხელოვნურად არის შეფერხებული და მისი მდგომარეობის დამძიმებით, შესაძლოა, ფატალური შედეგები დადგეს.

“მე ტრანსპარანტით უნდა დავდგე ქუჩაში, ამ სიცივეში, არა შენობაში და მქონდეს დიდი წარწერა, რომ ვარ ეს, ეს, ეს, ვარ 80 წელს მიღწეული, ნუ მომიკლავთ შვილს. ეს არის ხელოვნურად პროცესების შეფერხება, ან მიყვანა ფატალურ მდგომარეობამდე, ან ისე დაინვალიდება, რომ მერე ძალიან ცუდ მდგომარეობაში გააგრძელოს თავის ცხოვრება. ბატონო ზურა, მოდით ყველაფერი გვერდზე გადადეთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილია მიშას მდგომარეობაში, მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილას, მე დღეს გადავდგებოდი”, – თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე გუშინ, 28 იანვარს, ვივა მედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ხაჩიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის წონაში ყოველდღიურად იკლებს და თუ კლება გაგრძელდება, შესაძლოა, “ფატალური შედეგი დადგეს”.

იტვირთბა....