aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვენაცვალე სლოვაკებს! მიგ-29-ები მიდგას გასასინებული…” – ბუკა პეტრიაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გუშღამ, ტანკებზე გამწარებულებმა, შახიდი დრონები აფრინეს ურდოსებმა! შახიდები გახდნენ ტრახიდები – 24-დან 24-ვე შახიდი დამიწდა სამისდღემჩიოდ! მანამდე კიდევ 1 სუ-25 და 1 ორლან-10 დრონი გაანადგურეს ჩვენებმა!
გუშინ ზელენსკიმ რუსული ტელეარხის “ტნტ”-ს მეშვეობით მიმართა ბელგოროდის მოსახლეობას და უკრაინელებს ოკუპირებული ყირიმის და სევასტოპოლის ტერიტორიაზე! ეს კი იყო ჰაკერების საჩუქარი დაბადების დღეზე, მაგრამ მალე იქცევა ეგ რეალობად!
ფრონტის ხაზებიდან:
ზაპოროჟიეში ურდო მოჩვენებით ფხაკურს აგრძელებს, მაგრამ აღიარებს რომ ბრძოლებმა მიიღო პოზიციური ხასიათი და არტდუელებში გადაიზარდა!
აუფ, შეუტიეს ბიჭებმა უჰლედარს! :))))))))) საღამოსკენ ცხვირებ-ყურებ-ხელებ ჩამოყრილებმა ურდოსიკებმა აღიარეს, რომ აუუუ, უჰლედარი სიმაღლეზეა განლაგებული, იქ მაგარი არტილერია და გამაგრებები აქვთ უკრაინელებს და შემოგარენში შესვლაზეც კი საუბარი ნაადრევიაო! არა თქვენი ბაბუშკებისამ, მიგიშვებდნენ! ერთ სანტიმეტრზე სადღაც გაიჭრებიან და ატეხენ ყიჟინას, ჩვენები უჰლედარში არიან! მიიღებენ მერე დინგში და მოთქვამენ!
მე კი არ ვამარტივებ – უჰლედარი იბომბებოდა გუშინ მთელი დღე! არტილერია მუშაობს ურდოსი მთელი დატვირთვით და რეგულარული არმიის ნაწილები ყავთ გადმოსროლილი (ისევ საზღვაო ქვეითები წყნარი ოკეანის ფლოტიდან – გაწყვეტენ ეგენი იაკუტებს :)))), მაგრამ უჰლედარის აღების შანსები ნოლის ფარგლებშია და ეს იციან ურდოსებმა! უბრალოდ, ბახმუტში ფარჩაკდებიან, თან იქ ვაგნერელები არიან და ურდოს გენშტაბს მოუნდა გაბრექვა! ჰოდა მიიღეს და კიდევ მიიღებენ ბრექენმახენს.
მარიინკაზე უკვე პირდაპირ აღიარებენ, 50%-ს უკრაინა აკონტროლებს, მეორეს- ჩვენო! არადა, რო გეკითხათ, შიგნით იყვნენ უკვე!
ავდეევკაზეც გვიტევენ და ერთბაშად ზევით-ქვევით 2 კრასნაჰოროვკას და 2 ბელოჰოროვკას უტევენ ეს ურჩხულისშვილები, მაგრამ ვერც წითელს იღებენ, ვერც თეთრს, ვერც პარასკოვიევკას ბოლდიში და სჭამენ ფეხებს და ბოლო ბოლო იღებენ შავ მიწას და ბილეთებს კობზის კონცერტზე! კლეშჩეევკაშიც ისევ ძალიან მაგარი ბრძოლებია! მოკლედ, ბახმუტს ასი წელი ვერ და ამიტომ ტრასა გადავკეტოთო. ჰოდა ბიშტი თქვენ – კონსტანტინოვკა-ბახმუტის ტრასა სრულად ჩვენების კონტროლის ქვეშ არის!
ე რა ვნახე კაცოუ, კრასნადარში ვაგნერელების სასაფლაო ბოლო თვეებში 7-ჯერ გაიზარდა! გავრცელებული ცნობებით, დაქირავებული 50 ათასი ზეკიდან 10 ათასი-ღა შერჩა კუხარკა პრიგოჟინს!
ახლა დესერტად ტანკებიიიი.
100-მდე ლეოპარდი ამოიქოქება სულ მალე, მათ შორის სხვათშორის არის დანიელებისგან ბოლო მოდიფიკაციის A7, ხოლო გერმანელებმა ბოლოს წინა მოდელები A6 გამოუშვეს 14 ცალი! მამკალით და გუშინ მთელი დღე ყურში შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონია ჩამესმოდა… და დაა და დამ დამ…
გოდ ბლეს ამერიკა – 31 აბრამსი მოდის და ძა ჯომ დაამატა, ეგენი განსაკუთრებული ტანკებია და სათადარიგო ნაწილებს და “მე-16 პროფილაქტიკასაც” გამოგიგზავნითო… ✊🇺🇦🇺🇸🇬🇪✊
იქვე ამერიკელმა სენატორებმა აიტაცეს ალავერდი – უკრაინელებმა გაგვაოცეს თავის სამშობლოსთვის ბრძოლაში თავგანწირვით და დასავლური ტექნიკის ათვისების უნარებითო! ჰოდა, მივაწოდოთ თვითმფრინავები და ატაკამს-ის რაკეტებიო!
უფ თებერვალში რამშტაინზე მაგარი საჩუქრები წამოვა კიდევ!
ვენაცვალე სლოვაკებს! მიგ-29-ები მიდგას გასასინებულიო, თავდაცვის მინისტრმა და როგორც კი მწვანე აინთება, ეგრევე ჩავახუტებ უკრაინელ ძმებსო!
კიდევ აგერ მიდგას ფ-16-ები და სიამოვნებით ვავარჯიშებ უკრაინელებსო! ტანკებსაც მივაწვდი ტ-72-ებსო!
ბუჯოოო, შვეიცარლებმა!!!!!! თქვენი იყოს წაიღეთ ტექნიკაც და იარაღიცო – ყველაფერი, რაშიც არის შვეიცარიული დეტალი, ნებადართულია, რომ გადაეცეს უკრაინას! რაის “პრიბორი”, რაის ნეიტრალიტეტი! გამარჯვება მახენ ცუზამენ!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში – საქართველო გაიხარებს 2023-ში – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
იტვირთბა....