Facebook-ი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ახალ ვებ-გვერდს ქმნის. სოციალური ქსელი არასამთავრობოებს საშუალებას მისცემს ფონდები და დონორები, ახალი ვებ-საიტის nonprofits.fb.com მეშვეობით უფრო მარტივად მოიძიონ. როგორც ფეისბუქის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი საიტი არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი საქმიანობის ცნობადობის გაზრდაშიც დაეხმარება.
Facebook-ს საქველმოქმედო აქტივობების ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვს. ამის ერთ-ერთი მაგალით Ice Bucket Challenge იყო, რომელმაც მილიონობით ადამიანი გააერთიანა.