რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს აღარაა ომი ორ ქვეყანას შორის, არამედ ესაა დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება.
„როდესაც ვსაუბრობთ თუ რა ხდება უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს უკვე აღარ არის ჰიბრიდული, არამედ ეს არის ნამდვილი [ომი], რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. ისინი ცდილობენ გაანადგურონ ყველაფერი რუსული – დაწყებული ენიდან, დამთავრებული კულტურით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა უკრაინაში, ისინი ხალხს უკრძალავენ მშობლიურ ენაზე ლაპარაკს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ამჟამინდელი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლებიც მშვიდობის დამყარების ლოზუნგით აირჩიეს, არჩევისთანავე გადაიქცნენ ომის პრეზიდენტებად, რუსოფობ პრეზიდენეტებად”. – აღნიშნა ლავროვმა.