ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსებმა უკრაინაში ეუთოს მისიის მანქანები მოიპარეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს

ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე, უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევგენი ციმბალუკმა განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარეს და უკრაინის აღმოსავლეთით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

“მოსკოვის კრიმინალური რეჟიმი უფრო შორს წავიდა და კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა ეუთოს წინააღმდეგ, მათი კუთვნილი 50-მდე SMM მანქანის მოპარვით. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მანქანები რუსეთმა გასულ კვირას აღმოსავლეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა”, – თქვა ციმბალუკმა.

ციმბალუკის თქმით, რუსეთს მოპარული მანქანების გამოყენებით პროვოკაციების მოწყობა შეუძლია, რადგან თავს დაუსჯელად გრძნობს.

იტვირთბა....