საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელის საშუალებით უკრაინაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
“საშინელი ტრაგედია.
ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ახლობელს”
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, დღეს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი დაიღუპნენ. დაღუპულია ასევე, სახელმწიფო მდივანი.
მათი ვერტმფრენი კიევის ოლქში, ბროვარში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საბავშვო ბაღთან ახლოს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სულ ცნობილია 16 დაღუპულის შესახებ, მათ შორისაა 2 ბავშვი

