ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რეალურად, რამდენი რუსი უჭერს მხარს პუტინის „სპეციალურ ოპერაციას“ უკრაინაში?

სამხედრო ექსპერტი, უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის რუსი ხალხის მიერ უკრაინაში პუტინის დაწყებული „სპეციალური ოპერაციის“ მხარდაჭერას უკავშირდება.

„რამდენჯერაც გამახსენებენ ამ ამბავს, იმდენჯერ ვშტერდები ამაზე სერიოზულად მსჯელობა რანაირად შეიძლება
დასავლეთმა პროსტა ვერ გაიგო რას ნიშნავს როცა ტირანიაში ცხოვრობ
და ვერ გაიგო რას ნიშნავს როცა მსგავს ტირანიაში ცხოვრების 70 წლიანი გამოცდილება გაქვს
როცა ნათესავები და ოჯახის წევრები დაუხვრეტიათ და გადაუსახლებიათ
და მერე გირეკავენ ტელეფონზე გამოკითხვით
“სპეციალური ოპერაციის შესახებ გვინდა გამოგკითხოთ”
იცით რა შედეგებია?
95% – კიდებს ყურმილს და პასუხს აღარ სცემს
ხოლო იმ 5%-იდან რომელიც თანხმდება გამოკითხვაში მონაწილეობაზე
73% უჭერს მხარს სპეცოპერაციას
პუტლერი-ც და დასავლეთიც – ტირაჟირებენ ამ რიცხვს, რო 73% უჭერს მხარს სპეცოპერაციასო
აი თქვენი აზრით, თანამოძმე ქართველნო
რამდენი პროცენტი უჭერს მხარს სინამდვილეში?
არ ვხუმრობ და არ ვიგონებ
სადაც 73% შეგხვდებათ, იქვე შეგიძლიათ დასცინოთ, გამოკითხვაში რომელშიც 95% უარს ამბობს პასუხზეო? “ , – წერს აბაშიძე.

იტვირთბა....