საიას ინფორმაციით, ევროპულ სასამართლოში 5 ივლისის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
შეგახსენებთ, საუბარია 2021 წლის 5 ივლისს თბილისის ცენტრში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე და გია გიგუაშვილი დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზების მუხლი მოუხსნა.
მოძალადეებს სასჯელი შეუმცირეს და ყველა მათგანს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

