დნიპროში რუსულ აგრესიას 11 თვის ბავშვიც ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. საუბარია 14 იანვარს განხორციელებულ ტერაქტზე, რომელმაც დღეის მონაცემებით 45 ადამიანი იმსხვერპლა.
დავასრულეთ სამაშველო ოპერაცია დნეპრში. რუსული იერიშის შედეგად 79 ადამიანი დაშავდა. დაღუპულია 45 უკრაინელი, მათ შორის, 6 ბავშვია. დაღუპულებს შორის არის ბიჭიც, რომელიც სულ რაღაც 11 თვის იყო, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მშვიდობიანი ხალხი და პატარა ბავშვებიც კი მტრები არიან.