უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ახალ განცხადებას ავრცელებს.
ის დნიპროს მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
„მე რეალურად მინდა, ბოდიში მოვიხადო, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და ახლობლებს. დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას და რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგონეს და იციან, რომ რაკეტა ერთი იყო. ასევე, ყველა უკრაინელს და არაუკრაინელს, ვისაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის წინა განცახდებას სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟ მოჰყვა, რაზეც მან განაცხადა, რომ ეს ორგანიზებული კამპანიაა მის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.
აღნიშნული განცხადების გამო, უკრაინის რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს ცნობით, რამდენიმე დეპუტატმა ასევე მიმართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, რადგან არესტოვიჩის განცხადებებში იკვეთება სახელმწიფო ღალატის ნიშნები.