უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
„თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, მათ შორის: ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას დასახლებასთან, დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სპორნოეს, კრასნოპოლოვკას, სოლის, სოლედარის, ბელოგოროვკას, ბახმუტის, სევერნოიე, კამენკას, ვოდიანოეს, ნეველსკოეს, მარინკასა და პობედა დასახლებებთან“, – აცხადებენ გენშტაბში.