უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა “ფორმულას” ეთერშისაქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის მიზანი უკრაინაში წამსვლელი ქართველი მებრძოლების ნაკადის შეწყვეტა იყო, თუმცა საპირისპირო მიიღო.
“ნებისმიერ ადამიანს, ვინც წარმოადგენს ქართულ ლეგიონს და ჩვენი წევრია, ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რისთვის იბრძვის – ღარიბაშვილის მთავარი მიზანი იყო, შეეწყვიტა მოხალისეთა ნაკადი და ესეც ვერ შეძლო, იმიტომ, რომ ბევრად უფრო დიდი ნაკადი წამოვიდა მისი განცხადებების შემდეგ.
ჩვენი და ჩვენი ბიჭების მორალი ძალიან მაღალია და მათ იციან რასაც აკეთებენ.
სოლედარში მიმდინარეობს პრინციპული ბრძოლა და არა ბრძოლა სტრატეგიული მნიშვნელობის მდებარეობისათვის – ეს არის სუფთა რუსული პროპაგანდის ნაწილი… მარტო სოლედარში, დღეში 1000-ზე მეტი ოკუპანტი კვდება”, – აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა.