ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“მწიფდება გადაწყვეტილება, რომ 2023-ში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! … მალე გახდება კარგი ამბები ცნობილი” – რა ინფორმაციას ავრცელებს ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის ტრადიციულად უკრაინა-რუსეთის ომს ეხება.

„დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი მოიდა ცხელ-ცხელი მაგარი ამბებით!
ხო ვიძახდი ნახეთ “ლეოპარდი თოვლზე” თქვა, ჰოდა მოიდა გერმანული “ლეოპარდები” უკრაინულ თოვლზე! პოლონეთის პრეზიდენტმა გუშინ ლვივში სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთი გადასცემს უკრაინას 14 გერმანული წარმოების ლეოპარდ-2 ტიპის ტანკებს! დაახლოებით 1 საათში ამ განცხადებას მოყვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ოფისის ოფიციალური დადასტურება, რომ დიდი ბრიტანეთი მუშაობს უკრაინისთვის ტანკების გადაცემის საკითხზე! მანამდე გერმანიის კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ ტანკების გადაცემა მოხდება კოალიციურად, საერთო ძალისხმევის და ერთობლივი გადაწყვეტილების ფარგლებში! პირველი მერცხალი მაინც ფრანგული ტანკები იყო (არ დავუკარგოთ ეგ კაი საქმე ფრანცუზას), ჰოდა ახლა ფინეთი, დანია და თავად გერმანია მიაყრიან თვის ბოლოს ლეოპარდებს, ბრიტები ჩელენჯერებს და ეგ პოლონური უმაგრესი განაცხადი გაათმაგდება და გაოცმაგდება კიდეც!
ეს ყველაფერი რას ნიშნავს? მორჩა ფეხის თრევა შემტევი საბრძოლო ტექნიკის მიწოდებაზე! საბოლოოდ მწიფდება გადაწყვეტილება (დიდი დაგვაინებით, მაგრამ ჯანდაბას), რომ 2023-ში უნდა უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! სხვათაშორის, თუ ყურადღებით წაიკითხავთ და არა მარტო სათაურს, კონდი რაისი და ბობ გეითსიც მაგას ამბობენ, დროზე თუ მისცემს დასავლეთი საჭირო ტექნიკას, უკრაინა შეძლებს შემდგომი გაჭიანურების საფრთხის თავიდან აცილებას და რუსეთთან ომში სწრაფი გარდატეხის შეტანასო!
არა დავუკარგოთ უმაგრეს ლიეტუვას ჩვენების გვერდით დგომა. გუშინაც პრეზიდენტმა ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს გადასცემს!
მთელი საღამო გუშინ სისხლს ანთხევდნენ ურდოს პროპაგანდისტები, მაინც გადაწყვიტეს ტანკების მიცემაო! იციან, რასაც ნიშნავს ეს – დაიქოქა და წავიდაა! ამასობაში, ურდო დარჩენილია ტ-62-ების და უკვე მალე ალბათ ტ-55-ის ამარა! მერსედეს ვერსუს მასკვიჩ – კიდევ უფრო დიდი სხვაობაა ლეოპარდებსა და ურდოს ტ-62 ებს შორის!
ძალიან მომწონს რაც ხდება ურდოს სიკვდილის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების კენწეროში! აი ფოთის ნაძვის ხე რო წააქცია ქარმა, იმაზე ვარესი ხდება ურდოს კენწეროში! გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი შოიგუმ დანიშნა….. უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების დაჯგუფების ხელმძღვანელად, მანამდე გაპიარებული “არმაგედონ” სუროვიკინი კი ჩამოაქვეითა და დანიშნა გერასიმოვის მოადგილედ!
აქეთ კუხარკა პრიგოჟინი გაჰკივის, მარტომ ავიღე სოლედარიო და ვინ უარყოფს ამ ამბავს? აჰაჰაჰაა – ურდოს თავდაცვის სამინისტრომ აფიციალნად უარყო, რომ სოლედარი რუსეთის კონტროლის ქვეშ არისო!
სინამდვილეში რა ხდება სოლედარში? მძიმე ბრძოლებია, დიდი დანაკარგებია ორივე მხრიდან, მაგრამ გუშინ ჩვენებმა წარმატებული კონტრიერიშებიც კი განახორციელეს და რამდენიმე კვარტლიდან გაყარეს ურდო! სოლედარი ალყაში არ არის, ჩვენებს საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიღების გზები აქვთ დატოვებული და მნიშვნელოვანი საცეცხლე პოზიციები შენარჩუნებული! თუ სადმე გადააწყდებით, რომ მიდის უკვე სოლედარის წმენდა და უკრაინის ძალების დიდმა ნაწილმა დატოვა დასახლებული პუნქტი, არის შემოგდებული დეზინფორმაცია, ფსიქოლოგიური შეტევის მიზნით და მეტი არაფერი! ვიმეორებ, მძიმე ბრძოლები მიდის, მაგრამ ვერც კუხარკა პრიგოჟინი და ვერც მთლიანად რუსული ურდო სოლედარს ვერ აკონტროლებს!
ასევე ბახმუტის მიმართულებაზეც! წერენ რუსები, ის გავათავისუფლეთ, ეს გავათავისუფლეთ – ამ დროს არც ოპიტნოე, არც კრასნოგოროვკა, არც პოდგოროდნეს მნიშვნელოვანი თავდაცვითი სიმაღლე და მითუმეტეს არც ავდეევკა და მარიინკა ურდოს კონტროლის ქვეშ არ არის! ვინც დედამ დაწყევლა, ყველა მიყარა ურდომ, მაგრამ კორპორაცია “შაშა და კოლა” გულუხვად გაუმასპინძლდა მათ უმრავლესობას! კობზონი ჭკუაზე არაა, ვეღარ ვიტევ ხალხსო მდელოზეც კიო და ამათმაც დაყარეს ასე ღია ცის ქვეშ უბილეთო ორკები!
მალე, მალე გახდება კარგი ამბები ცნობილი. სოლედარისგან განსხვავებით, კრემენნას მართლა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სამხედრო თვალსაზრისით! ჰოდა, რო აფრიალდება იქ ცენტრში ჩვენი დროშა და რო დაადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალები ოფიციალურად, აი მერე ნახეთ თქვენ ფრონტის ჩამოშლა და თესი სვატოვოდან, რუბეჟნოედან თუ ლისიჩანსკიდან!
ზაპოროჟიეში მაგრდებიან სიღრმისეულად ურდოსები! მელიტოპოლს მიადგება მალე საერთაშორისო “ჯავშანმატარებელი”!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველოშიც გავიხარებთ გულით, ჯიგარში! პუტლერი ამოყოფს თავს მიწაში, ტანს კი – მავზოლეუმში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს! “

იტვირთბა....