რუსეთი სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას განაგრძობს. ერთი დღის განმავლობაში კრემლის არმიამ 144 იერიში განახორციელა. სამიზნეში ძირითადად სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში საცხოვრებელი სახლები, ელექტროგამანაწილებელი და წყალმომარაგების სადგურები აღმოჩნდა. ყველაზე მძიმე ბრძოლები კი კვლავ ბახმუტსა და სოლედარში მიმდინარეობს.
სისხლიანი შეტაკებებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის შესახებ თავის ტრადიციულ ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსეთი არ ასრულებს პირობას – რასაც პუტინის მიერ დაპირებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ათობით ფაქტი ადასტურებს.