ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“ვაფასებთ ჩეხეთის თავდაცვის მხარდაჭერას და მოუთმენლად ველით მის გაძლიერებას” – ზელენსკი ჩეხეთის პრემიერს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერმინისტრს, პეტრ ფიალას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მათ ტელეფონით ისაუბრეს. ზელენსკის თქმით, ის აფასებს ჩეხეთის თავდაცვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ელოდება მის გაძლიერებას.

“შინაარსიანი საუბარი მქონდა ჩეხეთის პრემიერმინისტრთან. მადლობა გადავუხადე ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის პრეზიდენტობის დროს უკრაინის მხარდაჭერისთვის. ის ინფორმირებულია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, რუსული ესკალაციის საფრთხის შესახებ. ჩვენ ვაფასებთ ჩეხეთის თავდაცვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას და მოუთმენლად ველით მის გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის მშვიდობის ფორმულას განხორციელებას”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

იტვირთბა....