ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინელებს ქრისტიანული მოწყალების ხელი გაუწოდეს, მათ კი უარყვეს… ღორებს არ აქვთ რწმენა” – მედვედევი ცეცხლის შეწყვეტის ზავზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „საშობაო ზავთან“ დაკავშირებით რუსულ ინიციატივაზე უკრაინის ხელისუფლების უარს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კიევმა უარყო ქრისტიანული მოწყალების ხელი .

ქრისტიანული მოწყალების ხელი გაუწოდეს უკრაინელებს დიდ დღესასწაულზე. მათმა ლიდერებმა უარყვეს ეს. ვფიქრობ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობამ მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც გაიგეს უარი შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტაზე. ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება“, – წერს მედვედევი ტელეგრამ არხზე.

მედვედევმა უკრაინელები ღორებად მოიხსენია.

„ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა“, – აღნიშნავს მედვედევი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. განკარგულების თანახმად, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს.

ამასთან დაკავშირებით კი უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინული ძალების შეჩერებას ცდილობს და შობას ამისთვის იყენებს.

იტვირთბა....