ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში 6-7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

პუტინის ბრძანებით, ცეცხლი 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე შეწყდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.

“იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს”, – აღნიშნულია კრემლის საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....