რუსეთის პატრიარქი კირილი „საშობაო ზავის“ გამოცხადების ინიციატივით გამოდის.
მისი თქმით, „საშობაო ზავი“ 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00-მდე უნდა მოქმედებდეს.
„მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამესა და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება“ , – განაცხადა კირილმა.