დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, საომარი მოქმედებების შედეგად, ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურებულია.
“მტერი ძველ პოზიციებზე დაბრუნდა. ჩვენი დამცველები გაბედულად იცავენ ბახმუტს და მტერს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ქალაქის 60%-ზე მეტი დანგრეულია. და არის მუდმივი შეტევები.
გუშინ, ქალაქ ბახმუტში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი ქალი დაიღუპა”, – აღნიშნა მან.