ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 იანვარს, რუსეთის ქალაქ დონის როსტოვსა და კურსკში აფეთქებების ხმა იყო. ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” რუსული გამოცემა ავრცელებს და წერს, რომ ქალაქსა და მის შემოგარენში, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვა იყო ამოქმედებული.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა დაწერა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მას დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია.
“როსტოვის რეგიონში ვითარება სტაბილური და კონტროლის ქვეშ რჩება. ყველა მცხოვრებს ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ აყვნენ პანიკას”, – დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე.