უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 2 იანვარს, ზაპოროჟიეს რეგიონის ოთხ დასახლებაში წარმატებული შეტევა განახორციელეს. უწყების ცნობით, მტრის მხარეს დაიჭრა და დაიღუპა 260-მდე ადამიანი.
“მტრის დამარცხება დადასტურდა 2 იანვარს ზაპოროჟიის რაიონის დასახლებების ტოკმაკის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, პოლოგისა და ვასილიევკას დასახლებების რაიონებში: განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. განადგურდა ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი, ლიკვიდირებული და დაჭრილია 260-მდე შეიარაღებული სამხედრო”, – ამბობს გენერალური შტაბი.
3 იანვარს გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსების დანაკარგები ხერსონის რაიონის სოფელ ჩულაკოვკასთან, რამაც შეადგინა 500-მდე დაღუპული და დაჭრილი სამხედრო.