უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.
როგორც ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი აცხადებს, რუსებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი.
როგორც უკრაინული მედია წერს, განგაშის სიგნალი ასევე ჩაირთო დონეცკის, ხარკოვის , პოლტავსკის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.