ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქში ოკუპანტები ნერვული კოლაფსის პიკზე იმყოფებიან, საქოქალაქო პირების დახვერეტა კი აქტიურად მიმდინარეობს.
“ისინი ხედავენ, რომ საბრძოლო მასალის საწყობები ფეთქდება. ხედავენ, რომ მობილიზებულთა ყაზარმები ფეთქდება. ამ ყველაფრის გამო ჭკუიდან იშლებიან. იწყება საკმაოდ სასტიკი ქმედებები მათი მხრიდან. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთვრალი სამხედროები სამოქალაქოებს ესვრიან. შეუძლიათ სამოქალაქო მამაკაცი დახვრიტონ, თუ მოეჩენებათ, რომ იგი თითქოს უკრაინელ სამხედროებს ეხმარება”, – თქვა გაიდაიმ.
მისი განცხადებით, რუსი ოკუპანტები ციხეში უშვებენ მათ, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
როგორც გაიდაიმ განაცხადა, ყოველი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები გაიყვანეს.
“გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ბიჭებს უბრალოდ იჭერენ და, თუ ფრონტზე წასვლა არ სურთ, გაყავთ ლუგანსკში და იქ ციხეში სვამენ. არის ინფორმაცია, რომ 10-15 სამოქალაქოს ამა თუ იმ სოფლიდან იჭერენ და გაყავთ, ასეთი ფორმით აშინებენ ადგილობრივებს, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ დაეხმარონ… ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ნერვული კოლაფსის პიკზე იმყოფებიან”, – თქვა გაიდაიმ.