ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთი ანექსირებულ ყირიმში ბირთვული იარაღის მატარებლებს ინახავს – დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბაზირებულია რუსული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ატომური საბრძოლო მასალის მატარებლები.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა.

„სამხედრო დაზვერვა ხედავს, რომ ბირთვული საბრძოლო მასალის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მატარებლები ამჟამად განლაგებულია დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. საუბარია გემებზე, წყალქვეშა ნავებზე, თვითმფრინავებზე და სახმელეთო კომპლექსებზე, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული საბრძოლო მასალის დარტყმა. პოტენციურად არის ასეთი შესაძლებლობა რუსეთში“, – აღნიშნა ჩერნიაკმა.

სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ბირთვულ საფრთხეზე.

„ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს გავლენა მოახდინოს ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რათა მსოფლიო ბირთვულ კატასტროფამდე არ მიიყვანოს. უკრაინა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა ვარიანტებს მოვლენების განვითარებისთვის“, – განაცხადა ჩერნიაკმა.

იტვირთბა....