უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის ფრონტის სიახლეებს ეხმაურება.
„ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფო შემხვდა მაკეევკის დაბომბვის შესახებ.აღარაა საიდუმლო, დავწერ რაც მოხდა.
მაკეევკა ესაა , დონეცკის აღმოსავლეთით ქალაქის ტიპის დასახლება, სადაც მდებარეობდა პროფტექნიკუმი და სადაც განლაგებული იყო მობილზირებულთა შტაბი.
პირველი რაკეტა დაეცა
23:57 წუთზე,მეორე 23:59 წუთზე და მესამე ზუსტად 00:00 წუთზე.
არ დაცემულა გვერდით , დაეცა შენობის იმ ადგილებში სადაც ნამდვილად მთლიანად უნდა დაშლილიყო შენობა, საკმაოდ მყარი შენობა.
ინფორმატორი ვინც სამიზნე მისცა დაზვერვას , ეს არ იყო შემთხვევითი კაცი იმიტომ რომ ჯერ ეგერთი ზუსტი გეგმა იყო შენობის და მეორეც ვიღაც შემთხვევითი კაცის ინფორმაციით არ ხარჯავენ ჩვენები ძალიან ძვირად ღირებული ჰაიმერსების რაკეტებს.
ასე რომ ესეთი კარგი და სანდო ადამიანები კიდევ არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ბევრი მსუყე სამიზნე კიდევ იქნება“ .