ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი ქვეყნიდან წასულებს გადასახადებს გაუზრდის

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩისლავ ვოლოდინი, ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს ატყობინებს, რომ “დუმა” მათ გადასახადებს გაუზრდის. “სამართლიანობის საკითხი, ან ისევ წასულების შესახებ”- სწორედ ამ მიმართვის შემდეგ გაიგეს რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფმა მოქალაქეებმა, რომ მათ გადასახადები გაეზრდებათ.

ვოლოდინი წერს, რომ საკითხზე მოსაზრებები არაერთგვაროვანია, ვინაიდან ზოგიერთი ფიქრობს, რომ რუსეთიდან წასული მოქალაქეების დასაბრუნებლად მათთვის გარკვეული შეღავათების დაწესებაა საჭირო. ვოლოდინის თქმით, ეს მიდგომა “არ არის სწორი”.

“სრულიად გასაგებია, რატომ გაიქცნენ. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა.
დანარჩენებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ უჭერს მათს ქმედებას – მიაჩნიათ, რომ მათ უღალატეს სამშობლოს, ნათესავებსა და მეგობრებს.

მაგრამ დღემდე, ვინც წავიდა, არა მხოლოდ მუშაობს რუსულ კომპანიებში დისტანციურად, არამედ სარგებლობს ყველა იმ შეღავათით, რაც მათ აძლევს მათ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

სწორია პრეფერენციების გაუქმება მათთვის, ვინც დატოვა რუსეთის ფედერაცია და მათთვის გაზრდილი საგადასახადო განაკვეთის შემოღება. ეს იქნება სამართლიანი”, – წერს ვოლოდინი Telegram-ში.

განცხადების ბოლოს ვოლოდინი წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც შესაბამის ცვლილებებს ასახავს.

იტვირთბა....