ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგამოძიებო მოქმედებები “ვივა მედში” მეოთხედ ჩაიშალა – სააკაშვილს ბიოლოგიური ნიმუში ვერ აუღეს

საგამოძიებო მოქმედებები “ვივა მედში” მეოთხედ ჩაიშალა. სპეციალური საგამოძებო სამსახურის წარმომადგენელი კლინიკა “ვივამედში” მივიდა, თუმცა ნიმუშების აღება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის ვერ მოხერდა.

მიზეზი მიხეილ საააკშვილის ადვოკატია, რომელიც კლინიკაში ვერ მივიდა.

“ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით სააკაშვილის ადვოკატთან, განგვიცხადა ტავდიან ტანხმობა, ხოლო როდესაც „ვივამედში“ შევედით, დამირეკა და მითხრა, რომ დღეს ვეღარ შეძლებდა მოსვლას. შესაბამისად, რადგანაც ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ და მასში იყვნენ ჩართულნი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გადაგვედო საგამოძებო გადაგვედო ადვოკატის თხოვნის საფუძველზე”, – განაცხადა საგამოძებო სამსახურის წარმომადგენელმა.

არ არის გამორიცხული, რომ საგამოძებო მოქმედებები “ვივა მედში” ხვალ ჩატარდეს.

კოკა კაციტაძის უწყებამ დღეს გადააწყვიტა, მიხეილ სააკაშვილის თმის ღერიდან და ფრჩხილიდან ნიმუშების აეღო, ისე როგორც ეს ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა გააკეთა.

იტვირთბა....