ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, დავით კირკიტაძე, შიმშილობის მე-9 დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაცია ენმ-ში დაადასტურეს.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა 15 დეკემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. აბდულა ისმაილოვმა მალევე შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო ანა წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობას აგრძელებენ.