ვაზისუბანში, ისნის გამგეობასთან დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია მოაწყო, რითიც წინასაარჩევნო დაპირების შეუსლულებლობა გააპროტესტა.
მათი განცხადებით, რამდენიმე მისამართზე ავარიული კორპუსების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების პირობა მიიღეს, თუმცა ხელისუფლებას ეს პირობა არ შეუსრულებია. ასევე აღინიშნა, რომ არ მომხდარა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
ისნის გამგეობაში აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.